პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კატარში

24 მაისი 2023, 12:03 623 ნახვა

ძალიან რთული დროა ნამდვილად. ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არც უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამიტომ, ეს ომი ყველას გვეხება. მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი და ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ომი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ომის დაწყების დღიდან 20% უკრაინის ტერიტორიისა არის უკვე ოკუპირებული რუსეთის მიერ, ეს არის დღევანდელი სტატუს-კვო და რა მოხდება ხვალ, არავინ იცის.დოჰაში ვიზიტის ფარგლებში - საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა უკვე გამართა მაღალი დონის შეხვედრები.

პრემიერ-მინისტრს კატარის ემირმა უმასპინძლა. შეიხთან შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და კატარს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ქვეყნის ეკონომიკური დიპლომატიის დღის წესრიგის პრიორიტეტია.

ირაკლი ღარიბაშვილი დოჰაში კოლეგას ესტუმრა და კატართან ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა. აუდიენციის დროს ხაზი გაესვა, არსებული თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგი მაღალ ნიშნულზეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში