„თანამშრომლობა ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებისთვის მიგრაციის გავლენის შესამცირებლად“ - შეხვედრა 

25 მაისი 2023, 11:12 853 ნახვა

თანამშრომლობა ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებისთვის მიგრაციის გავლენის შესამცირებლად“ - ამ თემაზე ქობულეთში  შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბაღების და სკოლების პედაგოგები, დირექტორები,  მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ  საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკასთან" პარტნიორობით მომზადებულ  დოკუმენტს,  რომლის  მიზანია  ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება ბავშვებისთვის მშობლების მიგრაციის გავლენის შესამსუბუქებლად.

პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია ქობულეთი და ტყიბული.  პროექტს  მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს   დაფინანსებით ახორციელებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში