საზარელი მკვლელობა ლეღვაში

26 მაისი 2023, 19:55 3439 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა 20 წლის ახალგაზრდის ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის ორ მათგანს ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ. მათივე ცნობით, კიდევ ერთ პირს, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 20 წლის ახალგაზრდას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. მან ქვეყანა უკვე დატოვა. მკვლელობაში ბრალდებულის ბაბუა   შემთხვევის დღეს იხსენებს, ამბობს რომ მან ახალგაზრდებს სუფრა გაუშალა და საღამოს მარტო დატოვა. დილით კი შეამჩნია, რომ ახალგაზრდებს 1 ადამიანი აკლდათ. ჩამოსვლიდან 3 დღის შემდეგ კი, მისმა შვილიშვილმა საქართველო დატოვა და კვლავ ლონდონში დაბრუნდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში