სამუშაო შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან

27 მაისი 2023, 11:04 904 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა და სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების მიმდინარეობა და გამოწვევები აჭარაში.

კლინიკის ხელმძღვანელებმა და ექიმებმა მოისმინეს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გასული წლის ანგარიში „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ“.

ამასთან, საუბარი შეეხო DRG-ს დაფინანსების ახალ მოდელს და ამ მოდელის აჭარაში დანერგვის პროცესში არსებულ გამოწვევებს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში