პოლიტიკური განცხადებები

30 მაისი 2023, 14:39 597 ნახვა

პარლამენტში სესია ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. ამ შემთხვევაში ოპოზიციის და მმართველი პარტიის ოპონირება რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას მოჰყვა, მათ შორის ელჩების დემარშზე გაკეთდა განცხადებები.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ სანქციებზე უარის თქმით, და ფრენების აღდგენით ევროპელ პარტნიორებს აჩვენებენ, რომ არ არიან მათი მოკავშირეები.

სახელისუფლებო გუნდში კი პირიქით, ირწმუნებიან, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე არ შეუერთდნენ სანქციებს, რადგან ის არა რუსეთს, არამედ საქართველოს ეკონომიკას აზარალებდა.

დღეს ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს და ევროკავშირის დროშები გამოფინეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში