ოფიციალური შეხვედრები გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში

30 მაისი 2023, 11:50 715 ნახვა

ბრატისლავაში ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამ გზაზე მიღწეულ პროგრესს და შემდგომ ნაბიჯებს.

ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სლოვაკეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

შეხვედრაზე რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემოც განიხილეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში