შეფასებები ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე

30 მაისი 2023, 19:49 756 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის განცხადებას ხელისუფლების ოპონენტების უმრავლესობა იზიარებს. მიაჩნიათ სანქციების ობიექტები უნდა გახდნენ ის პირები, ვინც ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს აკეთებენ და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას აფერხებენ.სხვაგვარია პარტია გირჩის პოზიცია, სადაც ფიქრობენ, რომ საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ქვეყანამ თავად უნდა იზრუნოს, და დასავლეთისგან სანქციების დაწესების მოთხოვნის ნაცვლად, საკუთარი პოზიცია მოსახლეობამ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების ფორმატში უნდა დააფიქსიროს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში