აჭარის მთავრობის თავმჯდომარის და გაეროს ელჩის შეხვედრა

31 მაისი 2023, 15:01 808 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  საქართველოში გაეროს ელჩს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თორნიკე რიჟვაძემ საბინე მახლთან შეხვედრისას აჭარაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აქტიურ მუშაობას გაუსვა ხაზი, ელჩს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემოც გააცნო.    

გაეროს მხარდაჭერით აჭარაში ხორციელდება არაერთი   პროექტი, მათ შორის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების,  ჯანდაცვის პროგრამები და  სხვა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში