კანონპროექტი ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესახებ 

31 მაისი 2023, 15:03 715 ნახვა

ინიციატივას, რომელიც პოლიტიკური ჯგუფის შექმნას ეხება, დღესაც კამათის და ურთიერთბრალდებების ფონზე განიხილავენ.

საუბარია ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელმაც პირველი მოსმენით მმართველი გუნდის მხარდაჭერა უკვე მოიპოვა.

თუ კანონპროექტი კანონად იქცევა, მაშინ პარლამენტში საარჩევნო ბლოკის სიით გასული დეპუტატები წარმდგენი პარტიისა და ფრაქციის დატოვების შემთხვევაში, პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.   

ფაქტია, რომ დღეს ერთმანეთს ემთხვევა ინიციატორებისა და „ქართული ოცნების“ ინტერესები - ასე  ფიქრობენ ენმ-ში.  

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში