პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში

01 ივნისი 2023, 11:20 742 ნახვა

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაჯამა. მან თქვა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში ოპტიმისტურად არის განწყობილი.

ამასთან, პრეზიდენტის ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ ევროპული საბჭოს, ევროკომისიის  და ევროპარლამენტის პრეზიდენტები. სალომე ზურაბიშვილმა აქცენტი გააკეთა საკუთარ სიტყვაზეც.

„იმასაც დავამატებდი, ვისაც ეგონა, რომ მე აქ ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. არ მიცნობენ ჯერ და ჯობია გამიცნონ", - აღნიშნა მან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში