ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტს უკრაინის პრეზიდენტი ესწრება

01 ივნისი 2023, 11:51 700 ნახვა

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში უკრაინის დელეგაციაც მონაწილეობს. ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე მოლდოვაში იმყოფება.

უკრაინის პრეზიდენტმა უცხოელ ლიდერებთან  ახალი კოალიციის ფორმატის - პეტრიოტების კოალიციის განხილვა დაანონსა. ზელენსკის თქმით,   ეს საკითხი მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განიხილება.

იანვრის შემდეგ დასავლელმა პარტნიორებმა  უკრაინის სამხედრო დახმარების  სხვადასხვა ფორმატი შეიმუშავეს - თავიდან იყო „სატანკო კოალიცია“, შემდეგ საუბარი იყო  „საზღვაო კოალიციაზე“, ბოლო დროს „ავიაგამანადგურებლების კოალიციაზე“ მიმდინარეობს მუშაობა. მას ასევე უწოდებენ „საჰაერო კოალიციას“ - უკრაინა ცდილობს დასავლელი პარტნიორებისგან ეფ-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების მიღებას.

მანამდე მოლდოვამ  განაცხადა, რომ არ გაასაჯაროვებდა ინფორმაციას, დაესწრებოდა თუ არა პრეზიდენტი ზელენსკი კიშინიოვში სამიტს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში