ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი

01 ივნისი 2023, 17:49 757 ნახვა

ევროპის ახალი გამოწვევები და ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა - მასშტაბურ პოლიტიკურ სამიტს მოლდოვის დედაქალაქი მასპინძლობს. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს მსოფლიოდან 600-ზე მეტი მედიის წარმომადგენელი აშუქებს და 47 ქვეყნის პირველი პირები ესწრებიან. მათ შორისაა საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი. მისი თქმით, უკრაინას, რომელიც საკუთარი სისხლით იბრძვის ყოველდღე, არ გაუგია არანაირი კონკრეტული პოზიტიური პასუხი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე და სხვების იმედები აბსოლუტურად ილუზიური ხდება

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში