შეხვედრა უნგრეთის ვიცე-პრემიერთან

02 ივნისი 2023, 17:58 646 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს ჟოლტ შემიენს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის,  სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. განიხილეს, თუ რა მიმართულებით არის შესაძლებელი აღნიშნული კავშირის კიდევ უფრო გაღრმავება. აღინიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის გამორჩეული ურთიერთობების დასტურია გასულ წელს ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც საქართველო - უნგრეთის მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს ჩარჩოს წარმოადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში