თურქეთი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადება

03 ივნისი 2023, 12:04 840 ნახვა

თურქეთი პრეზიდენტი ინაუგურაციისთვის ემზადება. 20 წლიანი მმართველობის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის სათავეში კიდევ 5 წელი დარჩება.

რიგით მე-12 პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მსოფლიოს 30-მდე ქვეყნიდან პრემიერ-მინისტრებს, ვიცე-პრეზიდენტებს, პარლამენტის სპიკერებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ელოდებიან.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ანკარაში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში