მთავრობის წლიური ანგარიში პარლამენტის ბიუროს წარედგინება

05 ივნისი 2023, 12:00 767 ნახვა

როგორ გაართვა მთავრობამ 2022 წელს არსებულ გამოწვევებს თავი და როგორ შესრულდა ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები?  გასული წლის ანგარიშს კანონმდებლებს   30 ივნისს პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო ტრიბუნიდან ჩააბარებს, თუმცა მანამდე  პარლამენტს  წლიური ანგარიში  წერილობითი სახით უკვე გადაეგზავნა.  დოკუმენტში საუბარია არაერთ მიმართულებაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკაზე.   

ანგარიშის მიხედვით, ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რის საფუძველზეც, საქართველომ გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა.  

მთავრობის შეფასებით, გასულ წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდებოდა. აქვე აღნიშნულია, რომ მიმდინარეობდა მუშაობა გაეროს დღის წესრიგში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული თემატიკის აქტიურად დაყენებისა და შენარჩუნების უზრუნველყოფის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე უხეში დარღვევების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების, ასევე საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით  მუშაობა.

დოკუმენტში ასევე  საუბარია რუსეთ უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და საშინაო პოლიტიკაზე.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში