„ნაციონალური მოძრაობის” წევრი მირდატ ქამადაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

05 ივნისი 2023, 15:41 934 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მირდატ ქამადაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეზე სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 22 ივნისს ჩაინიშნა. 

პოლიციელის მიერ სასამართლო პროცესზე შუამდგომლობის სახით წარმოდგენილი იყო სამხრე კამერების ჩანაწერები და ფაქტის შემსწრე პატრულ-ინსპექტორები გამოიკითხა. პროცესზე მირდატ ქამადაძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მისი დაკავება პოლიციის მხრიდან პირადი შურისძიების ფაქტი იყო.

მირდატ ქამადაძე, ლევან გორგილაძე და თამაზ მახარაძე,  3 ივნისს ევროპის მოედანზე დააკავეს, ისინი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებდნენ.  როგორც პარტიის წევრები ამბობენ, აქციის მონაწილეები ბანერზე დატანილი ტექსტების შინაარსის გამო დააკავეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში