შეხვედრები გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციასთან

06 ივნისი 2023, 11:00 641 ნახვა

საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები გრძელდება. მიხაილ როთსი სულ რამდენიმე წუთში საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციონერ დეპუტატებს  შეხვდება.      

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ევროინტეგრაციისა და 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხების განხილვის პარალელურად, მხარეები ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობასა და საპარლამენტო ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობებს მიმოიხილავენ.     

მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში შეხვედრების  მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ფიქრობენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების ვიზიტი სტატუსის მოპოვებამდე რამდენიმე თვით ადრე პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში