საქართველოს პრემიერ-მინისტრი 9 ივნისს გერმანიის კანცლერი შეხვდება

06 ივნისი 2023, 12:11 595 ნახვა

გერმანიის კანცლერისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირისპირ აუდიენცია უკვე ჩანიშნულია. კანცლერის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი  ოლაფ შოლცს   9 ივნისს შეხვდება.

გერმანიის კანცლერის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილსა და ოლაფ შოლცს შორის მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება მიმდინარე საერთაშორისო, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებზე, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის თემებზე.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში