ლევან გორგილაძის სასამართლო

06 ივნისი 2023, 17:58 926 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  წევრის ლევან გორგილაძის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. მოსამართლემ დააკმაყოფილა ლევან გორგილაძის წარმომადგენლის შუამდგომლობა სამართალდამცავების  სამხრე კამერების  ჩანაწერის სასამართლოში წარმოდგენის თაობაზე, რომელიც გორგილაძის სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტს ასახავს. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს დაევალათ აღნიშნული ჩანაწერების მტკიცებულების სახით სასამართლოზე წარმოდგენა.  მოსამართლის გადაწყვეტილებით მომდევნო სხდომაზე სხვა პოლიციელებთან ერთად მოწმის სახით ასევე დაიკითხება ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი  ირაკლი დგებუაძე,  რომელმაც გორგილაძის მტკიცებით, ის მიზანმიმართულად,პოლიტიკური მოტივით დააკავა. ნაციონალური მოძრაობის წევრები მირდატ ქამადაძე, ლევან გორგილაძე და თამაზ მახარაძე  3 ივნისს ევროპის მოედანზე დააკავეს, ისინი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებდნენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში