ირაკლი ღარიბაშვილი კახოვკის კატასტროფაზე

06 ივნისი 2023, 19:46 828 ნახვა

ეს არის ამ ბრუტალური დამანგრეველი ომის ერთ-ერთი შედეგი,რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, ეს ახალი არ არის. კახოვკა გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის 20%, ქალაქები, სოფლები მიწასთან არის გასწორებული, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსული ჯარის მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვას. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ ვითარების ესკალაციის ნაცვლად მხარეები უნდა დასხდნენ და ომის დასრულების შესახებ მოილაპარაკონ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში