შეხვედრა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში

18 თებერვალი 2017, 00:00 1846 ნახვა

მიუნხენში უსაფრთხოების რიგით 53-ე კონფერენცია მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციას კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრა გამართა ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთან. მხარეებმა 2008 წლის ომის დროს ჩადენილი სხვადასხვა სამხედრო დანაშაულის გამოძიების თაობაზე ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილი უკვე შეხვდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს. მაიკ პენსმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისადმი მხარდაჭერა გამოხატა. ორდღიანი დისკუსიების დღის წესრიგშია  ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ნატოს მომავალი; ევროპის სახელმწიფოებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა; რუსეთთან ურთიერთობა და სირიაში მიმდინარე მოვლენები. კონფერენციის ფარგლებში დღეს გიორგი კვირიკაშვილი მოხსენებით გამოვა. მიუნხენის კონფერენციას 30-ზე მეტი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური და 80-ზე მეტი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი ესწრება.

ამავე კატეგორიაში