„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება და გამოხმაურებები

07 ივნისი 2023, 14:58 677 ნახვა

ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს კვლავ პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმაში ადანაშაულებენ და ფიქრობენ, რომ უმრავლესობა საზოგადოების ყურადღების გადატანას უმნიშვნელო საკითხებზე ცდილობს.

სალომე ზურაბიშვილს კი მოუწოდებენ, რომ პრეზიდენტმა ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის ნაცვლად პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს ის წევრი წარუდგინოს, რომელიც მისთვის მისაღებია.  

''ქართული ოცნება'' კი პრეზიდენტს ეროვნული ბანკის სრულყოფილი ფუნქციონირების ხელის შეშლაში ადანაშაულებს და მომდევნო კვირის განმავლობაში ვეტოს დაძლევასა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების საბოლოოდ მიღებას გეგმავს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში