ევროკავშირის ელჩი აჭარაში შეხვედრებს მართავს

07 ივნისი 2023, 15:05 835 ნახვა

წლის ბოლოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს - ასეთია საქართველოში ევროკავშირის ელჩის პირადი მოსაზრება.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დარჩენილ დროში მნიშვნელოვანია საქართველომ რეკომენდაციების შესრულებაში მაქსიმალურ პროგრესს მიაღწიოს. აღნიშნა ისიც, რომ ახლა საქართველოსთვის საკვანძო მომენტია, რადგან ევროინტეგრაციის გზაჯვარედინზე ვიმყოფებით.

განცხადებები ელჩმა ბათუმში მედიასთან გააკეთა, აჭარაში პაველ ჰერჩინსკი შეხვედრებს მართავს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში