ხახულისა და ვარშანიძის ქუჩების რეაბილიტაცია

08 ივნისი 2023, 11:05 970 ნახვა

ხახულისა და ვარშანიძის ქუჩების კეთილმოწყობა დაიწყო ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ეს ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია. სამუშაოები 2026 წელს დასრულდება და 31 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

განხორციელდება არსებული 15 ხიდის დემონტაჟი და ახალი საავტომობილო და საფეხმავლო ხიდების მოწყობა. პარალელურად ქვაფენილიანი ქუჩების, გზებისა და მონაკვეთების აღდგენა მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე  სამუშაოები  ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში