სკოლის დირექტორობის მსურველებიდან გასაუბრების ეტაპი 76%-მა გადალახა

08 ივნისი 2023, 19:56 1161 ნახვა

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი დასრულდა. მეორე ეტაპი ანუ გასაუბრება აპლიკანტთა 76%-მა წარმატებით გაიარა.გასაუბრების ეტაპზე დირექტორობის მხოლოდ 755 მსურველი გადავიდა. დირექტორობის მსურველებმა გამოცდა მიმდინარე წლის იანვარში ჩააბარეს. რეგისტრაცია 3 205-მა  დირექტორობის მსურველმა გაიარა, თუმცა ადგილზე მხოლოდ 1839 აპლიკანტი გამოცხადდა. მათგან მეორე ეტაპზე, ანუ გასაუბრებაზე  755 კონკურსანტი გადავიდა. საქართველოში სულ 2086 საჯარო სკოლაა. ამ დროისთვის საჯარო სკოლებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მართავენ. რა ხდება ამ მხრივ აჭარაში - ვნახოთ რეპორტაჟი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში