რუსთავი 2-ის პროტესტი- შეფასებები

18 თებერვალი 2017, 00:00 2103 ნახვა

“რუსთავი 2-“ის მიერ მაუწყებლობის შეწყვეტას გამოხმაურება მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში. “ნიკა გვარამია ტელევიზიების გათიშვის დიდოსტატია” - ასე შეაფასა ფაქტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ. ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, კი ბოლო ეტაპის ბრძოლა პირადად ნიკა გვარამიას წინააღმდეგაა მიმართული და ხელისუფლებას, საქართველოსა და შიდა დემოკრატიის ინტერესების საზიანოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ ”რუსთავი 2”- “წაიღოს”. რაც შეეხება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინათინ ბოკუჩავას პოზიციას, მისი თქმით არხმა იძულებული იყო ეს გადაწყვეტილება მიეღო, ახლა კი ბრძოლას საზოგადოებასთან ერთად გააგრძელებს.

ამავე კატეგორიაში