ზიკას ვირუსი შესაძლოა ევროპის ტერიტორიაზეც გავრცელდეს

18 მაისი 2016, 00:00 3502 ნახვა

ზიკას ვირუსი შესაძლოა ევროპის ტერიტორიაზეც გავრცელდეს. ინფორმაციას ,,ბიბისი" ავრცელებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ეპიდემიის გავრცელების საფრთხე კონტინენტზე დაბალია. თუმცა, რისკ ტერიტორიებში შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქვეყნებია, მათ შორის საქართველო და რუსეთი, ასევე კუნძული მადეირა, საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია და დიდი ბრიტანეთი. გაეროს სააგენტო ზაფხულის სეზონზე მოგზაურობისგან თავშეკავების რჩევით გამოდის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კი რისკ ქვეყნებს კოღოების გავრცელების ადგილების აღმოფხვრისკენ და ფეხმძიმე ქალების ინფორმირებისკენ მოუწოდებს, რომლებშიც დაავადების გავრცელების საფრთხე არსებობს. ზიკა ვირუსი თავის ტვინის დეფექტებს იწვევს. სიმპტომები გრიპის ვირუსის მსგავსია. დაავადება მსოფლიოს 50 ქვეყანაშია გავრცელებული. 

ამავე კატეგორიაში