სიახლეები თვალის ბადურის მკურნალობის პროგრამაში

09 ივნისი 2023, 12:00 814 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობის პროგრამის მოსარგებლეთა არეალს აფართოებს. უწყების გადაწყვეტილებით, პაციენტებისთვის ახალი თაობის ძვირადღირებული ანტიანგიოგენური მედიკამენტებით  მკურნალობა უფასო იქნება, ანუ სამინისტრო  სრულად დაგიფინანსებთ.   

აქამდე პროგრამა  საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა, შასაბამისად გათვალისწინებული იყო ვიწრო სოციალურ ჯგუფებზე. 

ივლისიდან კი ბენეფიციართა წრე გაიზრდება და პროგრამით სარგებლობა შშმ სტატუსის და 200 000-მდე ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ყველა მოქალაქეს შეეძლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში