მიმართვა მთავრობის თავმჯდომარეს

18 თებერვალი 2017, 00:00 2186 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავს. მერაბ ღოღობერიძე მიიჩნევს, რომ იმ ფონზე როცა რეგიონში საგზაო დეპარტამენტს საკმარისი ტექნიკა არ ჰყავს უწყება 320 ათას ლარს მაღალი გამავლობის 5 ერთეული ავტომობილის შესაძენად არ უნდა ხარჯავდეს. ღოღობერიძე მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავს, რომ საგზაო დეპარტამენტს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ორშაბათიდან უწყებასთან აქციის დაწყებას აპირებს. მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საგზაო დეპარტამენტის უფროსმა საკითხთან დაკავშირებით კომენტარი უკვე  გააკეთა, შესაბამისად, მთავრობაში დამატებითი განმარტებების გაკეთებას საჭიროდ არ მიიჩნევენ. დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მაღალი გამავლობის ავტომობილების შეძენა გათვალისწინებული იყო. არჩილ ჩიქოვანის თქმით დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის და უწყების  ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ავტომობილების შეძენა. რაც შეეხება მძიმე ტექნიკას - უახლოეს მომავალში გეგმავენ, რომ მათი რიცხვი 9 ერთეულით  გაიზარდოს, ჩიქოვანის თქმით ამისთვის ტენდერი მომავალ კვირაში გამოცხადდება. 

ამავე კატეგორიაში