კვირიკაშვილის შეხვედრები მიუნხენში

18 თებერვალი 2017, 00:00 1741 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას შეხვდა. მხარეებმა 2008 წლის ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამოძიებისა და თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს - ინფორმაციას პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე მაღალი რანგის შეხვედრა გამართა. დღეს გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს. როგორც მაიკ პენსმა განაცხადა, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას ხელს შეუწყობს. ამერიკელმა პოლიტიკოსმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. საქართველოს მთავრობის მეთაურმა თავის მხრივ შეერთებული შტატებისადმი საქართველოს მტკიცე პარტნიორობასა და მოკავშირეობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

ამავე კატეგორიაში