ბსუ-ს გასვლითი სასწავლო ტური სინოპში

09 ივნისი 2023, 17:40 985 ნახვა

არქეოლოგია და ტურიზმი- ბათუმის უნივერსიტეტი სინოპთან გაცვლით პროგრამებს და სამომავლო თანამშრომლობას გეგმავს. მემორანდუმი უმაღლეს სასწავლებლებს  შორის 2018 წელს გაფორმდა,  თუმცა პანდემიის გამო გეგმები ვერ განხორციელდა. დღეს კი უნივერსიტეტების ხელმძღვანელები ერთმანეთს  ისევ შეხვდნენ და მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სინოპში იმყოფებიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ისინი საუნივერსიტეტო ქალაქს გაეცნენ. დაათვალიერეს ტურიზმის ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა. ირინე წუწუნავა  იმყოფება თურქეთში, რომელიც ამ წუთებში ამზადებს რეპორტაჟს და მისგან გავიგებთ მთავარ გამოშვებაში რა მასშტაბის თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ სასწავლებლები და რას ნიშნავს ეს სტუდენტებისთვის?  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში