პუტინის მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში - რას ამბობს ხელისუფლება? 

10 ივნისი 2023, 15:01 663 ნახვა

რუსეთის მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში. ''ქართული ოცნება'' ამბობს, რომ ეს არის ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა და სახელმწიფო უწყებებს ექნება შესაბამისი რეაგირება.

''ქართული ოცნების'' ეს განმარტება მიუღებელი ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები მკაცრ რეაგირებას ითხოვენ, თუმცა მათი თქმით საქართველოს „რუსული ხელისუფლებისგან„ საპროტესტო ნოტასაც არ ელიან.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ვიცე-პრემიერისა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი მედიის ცნობით ალექსანდრ ნოვაკი სოხუმში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, მოინახულა რამდენიმე ობიექტი.  ასევე ბიჭვინთაში სასტუმრო „მასკვა რეზორტის“ ტერიტორია დაათვალიერა.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ასლან ბჟანიასთან განაცხადა, რომ აფხაზეთი რუსეთის „სტრატეგიული პარტნიორია“ და ურთიერთობების გაღრმავებას გაუსვა ხაზი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში