საფინანსო კომიტეტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

12 ივნისი 2023, 14:19 604 ნახვა

პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტმა, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტის ვეტოს განხილვის შემდეგ კენჭისყრა გაიმართა.

პრეზიდენტის პოზიცია და მის მიერ გამოყენებული ვეტო მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რომან გოცირიძემ და სანდრო რაქვიაშვილმა გაიზიარეს.

როგორც კენჭისყრის დაწყებამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, გაუგებარია, პირველი ვიცე-პრეზიდენტის დამატების საჭიროება და ამით სათანადო ბალანსის დარღვევა აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის.

მსხილაძემ დეპუტატებს ვეტოს დაძლევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში