იურიდიული კომიტეტის სხდომა

12 ივნისი 2023, 14:18 594 ნახვა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში მესამე მოსმენით იურიდიულ კომიტეტზე  განიხილეს, და ცვლილებებს მხარიც დაუჭირეს. ინიციატივა კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად მოწესრიგებას გულისხმობს.

ოპოზიციის ნაწილი წარდგენილ ინიციატივას მხარს არ უჭერს და ცვლილებებს ფასადურს უწოდებს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დოკუმენტში გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები.

სწორედ ამ პოზიციის გამო ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ ფასადური ცვლილებების გატარებაში ადანაშაულებენ.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში