ხვალ შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრა გაიმართება

13 ივნისი 2023, 15:00 584 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოში გაემგზავრა - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური 14 ივნისს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

მათ შორის ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. ასევე, იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე.

საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალში - „ევროპალია“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში