პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

14 ივნისი 2023, 12:01 685 ნახვა

პარლამენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. თავდაპირველად კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს, რომელიც შედეგით 15 - მომხრე, 26 - წინააღმდეგი “ჩავარდა“.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ჩაგდების შემდეგ კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელი რედაქცია დადგა. მას მხარი 82-ხმით დაუჭირეს. უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება.

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში