დისკუსია “ ევრაზიის გამყოფი ხაზები”

19 თებერვალი 2017, 00:00 2667 ნახვა

“საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა იყოს ევროპული ოჯახისა და ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი” - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა დისკუსიაზე, სახელწოდებით - „ევრაზიის გამყოფი ხაზები“, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები საკმაოდ სერიოზულია. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას რეგიონულ თანამშრომლობაზე, როგორც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმზე ისაუბრა. დისკუსიაში - „ევრაზიის გამყოფი ხაზები“, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. დისკუსიის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნდა. 

ამავე კატეგორიაში