16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

14 ივნისი 2023, 19:56 1157 ნახვა

15 წლის გოგოს საქმეზე,რომელიც 11 ივნისს ბათუმში  მე-15 სართულიდან გადმოვარდა,  სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. პროკურატურამ  25 წლის კაცს ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის  ფაქტზე წარუდგინა.საგამოძიებო უწყების ინფორმაციით,ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა,რომ ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს,ასევე სისტემატურად ამცირებდა მას,აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც გამოძიების მტკიცებით,11 ივნისს დაზარალებულმასიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით,ბრალდებული გარდაცვლილი მოზარდის შეყვარებული იყო. პროკურატურამ  ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით  ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში