ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დასრულდა

15 ივნისი 2023, 12:04 772 ნახვა

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დასრულებულია.   ორმხრივი შეხვედრების შემდეგ  საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომზე და აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს. მისივე თქმით, საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი ქვეყნის გვერდით.

პრემიერმა პარალელი გაავლო 15 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე საქართველოში, 2008 წლის ომზე.   

საზეიმო ცერემონიალზე  სიტყვით ასევე გამოვიდნენ  ჩვენი ქვეყნის ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში, ბელგიის საგარეო საქმეთა მონისტრი და ევროკომისარი ოლივერ ვარჰეო. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მხარდაჭერა, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში