აქცია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად

19 თებერვალი 2017, 00:00 3059 ნახვა

ამ წუთებში სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას სამოქალაქო სექტორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შეუერთდა. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლების ზეწოლით უზენაესი სასამართლო აპირებს ტელეკომპანია ”რუსთავი 2” - ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს. აქციას ფეისბუქის საშუალებით პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. 14 თებერვალს არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს. რუსთავი 2-მა უზენაეს სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.აქციას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ აჭარის ტელევიზიის ფეისბუქ გვერდზე.

ამავე კატეგორიაში