ადვოკატის ბრალდებები პროკურატურას

15 ივნისი 2023, 20:16 688 ნახვა

ადვოკატი ალექსანდრე მეკეიძე, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ  სიცოცხლის მოსპობის მუქარაშია ბრალდებული პროკურატურას მიზანმიმართულ ადევნებასა და პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.მისივე მტკიცებით, წარდგენილი ბრალიც უსაფუძვლოა. სამართალდამცავებმა მეკეიძე შვილის შეტყობინების საფუძველზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს.ადვოკატი ირწმუნება, რომ  მისი შვილი , რომელიც ბრალდების მხარის მთავარი მოწმეა, პროკურატურამ შეიყვანა შეცდომაში და ადგილი ჰქონდა მხოლოდ ოჯახურ უთანხმოებას, რომელიც მალევე ამოიწურა. საქმეში მტკიცებულების სახით დევს სამზარეულოს დანა, რომელითაც  გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებული  შვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.   საქმის პროკურორი ადვოკატის ბრალდებებს უარყოფდა და განმარტავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ის არ ახორციელებდა საადვოკატო საქმიანობას და ბრალი მოწმეთა ჩვენების საფუძველზე წარედგინა. საქმეს არსებითად ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. დღეს  ბრალდების მხარის ორ გამომძიებელ მოწმეს მოუსმინეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში