"ჯანდაცვის შესახებ" კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარბულად აღარ განიხილავს

16 ივნისი 2023, 11:44 656 ნახვა

მთავრობის ინიცირებულ "ჯანდაცვის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს  პარლამენტი დაჩქარებულად  აღარ  განიხილავს, იგეგმება დამატებითი კონსულტაციები.   ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დაჩქარებული წესის ნაცვლად პროექტმა მიმდინარე განხილვის  პროცესზე  გადაინაცვლა.  საკითხზე პირველი მოსმენა გუშინ გაიმართა და მას  კენჭს დღევანდელ სესიაზე უყრიან.

რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები აქვთ დეპუტატებს მათ შორის მმართველი გუნდიდან, ცვლილებებს უარყოფითად აფასებს სამედიცინო სექტორიც.

თუ ინიციატივა დამტკიცდება რეგულირების სააგენტო შეძლებს  კლინიკებში  ნებისმიერ დროს შევიდეს, ჩაატაროს მოკვლევა, გამოითხოვოს მასალები, დააჯარიმოს ის ან შეუჩეროს ლიცენზია. მოქმედი რეგულაციით კი სააგენტოს საჩივრის შემთხვევაში კლინიკებში შესვლისთვის სასამართლოს  ნებართვა  სჭირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში