პრემიერ-მინისტრის და სახალხო დამცველის შეხვედრა

16 ივნისი 2023, 15:00 659 ნახვა

პრემიერ-მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადამიანის უფლებების კუთხით ბოლო 10 წლის განმავლობაში  ვითარება გაუმჯობესდა.

ხაზი გაესვა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ორ დოკუმენტს, რომელთაგან პირველი მოიცავდა 2014-2020 წლებს, ხოლო მე-2 მოიცავს 2022-2030 წლებს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში