პრეზიდენტმა კანდიდატები წარადგინა

17 ივნისი 2023, 12:08 1026 ნახვა

პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად უთანხმოება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევას ეხება.

პრეზიდენტმა კანდიდატები უკვე წარადგინა, რომელიც მმართველ გუნდში უკვე დაიწუნეს. 

პრეზიდენტის რჩეულები - გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე არიან. სწორედ ამ ორ კანდიდატზე მოუწევს პარლამენტს მსჯელობა.

გიორგი ბაქრაძე ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი და ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრია, დიმიტრი ჯაფარიძე კი ილიას უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი.

უმრავლესობაში სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილება და მისი მიღების ფორმაც დაუწუნეს. ისინი ამბობენ, რომ ასე ღიად და პირდაპირ კანდიდატების განხილვა პარლამენტში არ შედგება, რადგან პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე მიიღო. 

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში