დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა

19 ივნისი 2023, 17:31 618 ნახვა

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“, რომლის საფუძველზეც 2023 წლის 1 ივლისიდან გაიზრდება ბავშვის ბენეფიტის ოდენობა 150 ლარიდან 200 ლარამდე თითოეულ 16 წლამდე ასაკის ბავშვზე. აღნიშნული ცვლილება შეეხება დაახლოებით 233 000 ბავშვს. პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარამდეა. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სულ 10 საკითხი განიხილეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში