ოპოზიციური პარტიების განცხადება

20 ივნისი 2023, 11:30 645 ნახვა

ოპოზიციური პარტიები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ განცხადებას ავრცელებენ.  მასში აღნიშნულია, რომ ნატო-ს წევრობა არის საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების უმთავრესი ინსტრუმენტი.

შვიდპუნქციან განცხადებაში აღნიშნულია ასევე, რომ ავტორები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას და მიაჩნიათ, რომ  რუსეთის მიერ პროვოცირებული ომი არის საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ტერორისტული და ღია სამხედრო აგრესიის გაგრძელება; და სამომავლოდ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში.

როგორც ცნობილია, ოპოზიციური პარტიების განცხადება ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს გადაეგზავნათ.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში