ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მოლოდინი

20 ივნისი 2023, 15:04 656 ნახვა

როგორია საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე ევროკომისიის შუალედური შეფასება მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება. დოკუმენტს ჯერ ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გააცნობენ. შემდეგ კი სტოლჰოლმში, ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ შეკრებაზე, ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ.

მოლოდინები განსხვავებულია საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში.

ოპოზიციის მოსაზრებით, თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ქართველი ხალხის დამსახურება.

მმართველი გუნდის განმარტებით კი, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 12 რეკომენდაცია იყოს შესრულებული და საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში