პრემიერ-მინისტრისა და ენდიაის პრეზიდენტის შეხვედრა

20 ივნისი 2023, 17:32 568 ნახვა

ხანგრძლივი და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და კარგი მმართველობის მხარდასაჭერად-ამ თემებზე კი ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმსჯელა.გამოითქვა მზაობა, რომ საქართველოს მთავრობასა და NDI-ს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და სამომავლოდ არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განხორციელდება.შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და აშშ-ის მხრიდან 30 წლის განმავლობაში გაწეული ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობას.ისაუბრეს 12 პრიორიტეტის განხორციელების პროცესზეც.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში