ტენდერი ნაგავმზიდი ავტომობილების შესაძენად

20 თებერვალი 2017, 00:00 1534 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ნაგავმზიდი მანქანებისა და ნაგვის ურნების შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა. მუნიციპალიტეტი 4  ნაგვის გადამტან მანქანასა და 180  ცალ სანაგვე ურნას შეიძენს, რომლებისთვისაც ჯამში 700 000 ლარია გამოყოფილი. ტენდერი 2 მარტს დასრულდება და აღნიშნული  რესურსით მუნიციპალიტეტი  გამარჯვებულ კომპანიასთან შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მომარაგდება. გამგეობაში ამბობენ, მანქანების დამატებით ქალაქში ტურისტულ სეზონზე არსებული დასუფთავების პრობლემა მოგვარდება

ამავე კატეგორიაში