პრემიერ-მინისტრი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

21 ივნისი 2023, 17:42 662 ნახვა

ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ისაუბრა. მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით გამოითქვა იმედი, რომ ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები  სათანადოდ დაფასდება.პრემიერ-მინისტრის თქმით, ირლანდიის აქტიური პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.მხარეებმა საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში